21:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:41:03, 1329 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. მან მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დედაქალაქში იმ ადგილების განსაზღვრა დაავალა, რომელიც სამომავლოდ უნდა მოიხატოს.

„მოგეხსენებათ, ეს არისთანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალება. ჩვენ ამ მიმართულებით ერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. ვგულისხმობ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვას. მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, არქიტექტურის სამსახურთან ერთად მოიძიონ ქალაქში კონკრეტული ადგილები, რაც სამწუხაროდ ბევრი გვაქვს - უსახური შენობები, კედლები, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები. გთხოვთ, გამოყოთ ასეთი ადგილები და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ახალგაზრდებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი მოახმარონ ქალაქს და გთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics