|
2018-03-22 10:34:24, 1377 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გარდაცვლილ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. „გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ტრაგედიაა, როცა ომი იწირავს გმირებს, მაგრამ კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ ძმას, შვილს, მამას. ვგლოვობთ მის მშობლებთან, სოფელთან და მეგობრებთან ერთად. მთელი საქართველოა ჭირისუფალი. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავეს. მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)