|
2018-03-21 18:21:09, 1553 ნახვა
საზოგადოება
სებ-ი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია. „ავერსზე მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები - მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: "26 მაისი", "1918", "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" და "10 ₾". რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: "საქართველო", "10 ლარი", "2018" და "GEORGIA", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში. ესპანეთის სამეფო ზარაფხანის მიერ სულ 1500 მონეტა მოიჭრება. დიზაინის ავტორი მამუკა გონგაძეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)