|
2018-03-21 17:51:33, 1358 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილე პატარებს საჩუქრები გადასცა და მათ დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. „დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ჩვენც მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას დაუნის სინდრომთან დაკავშირებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს თანაბარი საარსებო პირობები ჰქონდეს. „მზის შვილებმა“ არაერთი მაგალითი გვაჩვენეს, თუ როგორ უნდა იყვნენ წარმატებული, რისთვისაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ მერიისგან შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე დაესწრნენ. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)