|
2018-03-21 14:17:43, 1480 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილის მილოცვა მარნეულში, საზეიმო ღონისძიებების დაწყებისას, ადგილობრივ მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო: „გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, გაზაფხულის, ახლის დაბადების, იმედისა და სიყვარულის ზეიმს. ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები ერთად ვქმნით იმ დოვლათს, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ქვეყანას: შრომა და შრომისმოყვარეობა - ეს სწორედ ის სიმდიდრეა, რომელიც აზერბაიჯანელ ხალხს ამშვენებს და სამაგალითოა სხვა ერებისათვის. შეგიძლიათ თამამად იამაყოთ ჩვენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში თქვენი შრომითა და გარჯით შეტანილი უდიდესი წვლილით. დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ! თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს. ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნით ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)