|
2018-03-21 00:54:12, 1722 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, საბოლოოდ, გადაეცა ოჯახს. გასულ კვირებში, ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში მისია ცხელი ხაზის მეშვეობით დიალოგის ხელშეწყობაში მონაწილეობდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი შესაძლებლობებისა და მანდატის გათვალისწინებით, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. მისია ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში. მისია მოუწოდებს მონაწილეებს, ერგნეთში შეხვედრები განაახლონ, რომლებიც მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით ტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)