22:00 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-07 20:29:29, 274 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს

ივანიშვილის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის თქმით, "ფასეულობების დაცვის" მიზნით, ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს.

გორდულაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ივანიშვილის პარლამენტს საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება.

"ათწლეულებია გარედან მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც ამ დაპირისპირებას აღვივებენ, განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე, ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერმინისტრთან და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ; და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება პარლამენტს და მიღებულიც იქნება". - უთხრა გორდულაძემ TV იმედს მას შემდეგ, რაც "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ ე.წ. საინიციატივო ჯგუფს პარლამენტში შეხვდა.

ცნობისთვის, 30 ივლისს შეიქმნა კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება "ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას".

ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან.

მანამდე, 27 ივლისს საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციის შექმნა დაანონსდა. MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, განაცხადა, რომ მათი საინიციატივო ჯგუფი "ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად," სახალხო მოძრაობას აფუძნებს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ მზად არიან პასუხი აგონ თითოეულ ქმედებაზე და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics