08:20 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 12:28:10, 4132 ნახვა

ეკონომიკა
ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორპორაცია „საფერიკას“ ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია Saperavi & Amber Wine Grand Tasting გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო.

"მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ქართული კერძები, მიიღეს ინფორმაცია როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორპორაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია ქართული ყურძნის ჯიშების და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია. 

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2023 წელს, აშშ-ში, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN,  The Wall Street Journal,  Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast)",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics