02:14 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 17:37:55, 1254 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და ღვინის სააგენტოს ორგანიზებით ქართველი მეღვინეები კორეელ ღვინის პროფესიონალებს შეხვდნენ

​„საქართველოს ბანკი“ სტუმარმასპინძლობის და ღვინის ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა ღვინის ეროვნული სააგენტოსთან და კორეულ მარკეტინგულ კომპანია „Wine21.com” - თან ერთად, ქართველი მეღვინეებისთვის კორეელ ღვინის პროფესიონალებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა. მას ესწრებოდნენ იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ჟურნალისტები და ინფლუენსრები. მეღვინეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად შეხვედროდნენ ღვინის პროფესიონალებს და გაეცნოთ საკუთარი პროდუქტი. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს საქართველო - კორეას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდას კორეის ბაზარზე.

„საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ღვინის ბიზნესის მხარდაჭერაა და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელსაც უნიკალური 8000 წლიანი ტრადიცია აქვს და ამ შეხვედრის მიზანსაც კორეელი ღვინის პროფესიონალებისთვის ადგილობრივი ღვინის გაცნობა, ქართველი მეღვინეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საგარეო ვაჭრობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ღვინის და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის არაერთი პროდუქტი შექმნა. აგროპროდუქტების შესახებ არსებული შესაძლებლობების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics