20:36 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 20:21:43, 936 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე სააკაშვილზე - გეყოთ სინდისი და ამ ადამიანით სპეკულაციები დაასრულეთ

დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას ხალხის დასანახად და სიაში მოსახვედრად, რომ მოუწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლას. 

"ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. 
ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. 
ახლაც აგრძელებენ ურცხავად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა", - წერს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics