|
2023-04-28 09:38:29, 1506 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობაზე - შეურაცხყოფს ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას
საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უბრალოდ შეურაცხყოფს ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ტეის რეიტენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის საკითხს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მუშაობას, ურჩევნია ვიქტორ ორბანთან და პუტინის სხვა მეგობრებთან ურთიერთობა. "საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უბრალოდ შეურაცხყოფს ქვეყნის პრო-EU უმრავლესობას. "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მუშაობას ,ურჩევნია ვიქტორ ორბანთან და სხვა [ადამიანის] უფლებების მოწინააღმდეგ პუტინის მეგობრებთან ურთიერთობა. ეს არანაირად არ წარმოადგენს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს",- წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)