|
2023-04-27 17:21:19, 1058 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, აშშ-ის რეზოლუციის საკვანძო ნაწილში საქართველო ნახსენები არ არის
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესში ინიცირებულ ორპარტიულ „უკრაინის გამარჯვების“ რეზოლუციას ეხმაურება. ბოკერიას განცხადებით, სენატში ინიცირდა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც არა უბრალოდ მხარს უჭერს უკრაინასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მკაფიოდ განსაზღვრავს, რა იქნება შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ამოცანა ამ ვითარებაში. "ეს არის უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია და იურისდიქციის აღდგენა 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც საქართველოსთვის ამ კონტექსტში კიდევ უფრო საყურადღებოა, ამის შემდეგ უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. საქართველო ნახსენებია ბუქარესტის გადაწყვეტილების ციტატის ნაწილად. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება იყო ორივე ქვეყანასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველო მაშინ კიდევ უფრო აქტიური იყო, ვიდრე უკრაინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუქარესტის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, არ იყო მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო პოლიტიკური განაცხადი, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს განცხადება არის ციტირებული, მაგრამ შემდგომ ტექსტში, საკვანძო ნაწილში, სადაც საუბარია აშშ-ის ამოცანაზე, საქართველო ნახსენები აღარ არის“, - ამბობს ბოკერია. "ევროპული საქართველოს" ლიდერის შეფასებით, ეს ვითარება ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. „ამ რეზოლუციის ამ ფორმით არსებობა არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ღალატის დემონსტრირება. ეს არის, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს ხალხი, ეს პროპაგანდა ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს, თითქოს მშვიდობის დაცვის მიზნით იქცევა ასე სამარცხვინოდ, სინამდვილეში მათი მოქმედებები სწორედაც რომ ჩვენს მომავალ უსაფრთხოებას აზიანებს უზომოდ და გვიზრდის აგრესიის რისკებს იმით, რომ მარტო შეიძლება დაგვტოვოს, დასავლეთისგან იზოლირებული რუსეთის საფრთხის წინაშე. არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიდეს, რომ საქართველო ნახსენებია ტექსტში - არის, ოღონდ ბუქარესტის სამიტის ციტირებაში და შემდეგ გზავნილი არის, რომ ეს სტრატეგიული ამოცანა დგას უკრაინასთან მიმართებაში. აქაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრეტენზია ვერ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სენატის წევრების მიმართ იმიტომ, რომ როცა საკუთარი მთავრობა ამას არ ლობირებს და ამერიკას თავს ესხმის, ომი უნდათო, ბუნებრივია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ეს არის ამ ამბის ანატომია“, - თქვა ბოკერიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)