|
2023-04-20 22:42:06, 956 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი გვარამიას გათავისიფლების მოძრაობაზე - ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია
ნიკა გვარამიას გათავისიფლების მოძრაობასთან კომუნიკაცია ცხადია მქონდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საჯაროა, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია და საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირ კავშირშია. „კომუნიკაცია ცხადია მქონდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საჯაროა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, ვისთვისაც ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც მძევლად არის აყვანილი იმის გამო, რომ საბოტაჟირებას ეწევა „რუსული ოცნება“ ევროკავშირის სტატუსისა. ამიტომ, ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი არა თუ პრობლემა არ ექნება. პირიქით, იქნება მთავარი მოქმედი ამ მოძრაობასთან ურთიერთობის და ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ იმ მოძრაობას, რომელმაც საბოლოო ჯამში ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ნიკა გვარამიას თავისუფლება.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)