|
2023-04-20 10:01:18, 889 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი - ბრიუსელში ფიქრობენ, რომ თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება
რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რამაც გააღიზიანა ბრიუსელი, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპოდენტი, რიკარდ იოზვიაკი ანალიტიკურ სტატიაში წერს. იოზვიაკი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბოსნიასა და ჰერცოგოვინას შემთხვევას ადარებს და განმარტავს, რომ "თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და იქვე უნდა დარჩეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მაინც გონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსი ბოსნია და ჰერცეგოვინამაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებია". "საქართველოს, შესაძლოა, მისცენ დამატებითი რეკომენდაციები, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკომისიამ ერთგვარი შუალედური შეფასება გააკეთოს მაშინ, როცა კიევისა და კიშინიოვის შემთხვევაში, შესაძლოა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ზოგიერთი საზრუნავი, განსაკუთრებით სასამართლო საკითხები, შეიძლება მოგვარდეს შემდგომ მოლაპარაკებებში, რომლებიც სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება. ბევრმა შეიძლება დასვას კითხვა, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რამაც გააღიზიანა ბრიუსელი. ბრიუსელში ისევ ფიქრობენ, რომ თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და იქვე უნდა დარჩეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მაინც გონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსი ბოსნია და ჰერცეგოვინამაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებია", - წერს იოზვიაკი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)