|
2023-04-19 18:36:56, 893 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ ღასან ხალილს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების დაცვას და იუსტიციის სამინისტროსათვის ამ სფეროში გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების გაფართოება; არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის პროექტები; მედიაციისა და განრიდების პროცესებში ჩართული პროფესიონალების გადამზადება. მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)