|
2023-04-19 14:56:37, 773 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ საგამოძიებო კომისია ვერ შექმნას
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" საქართველოში ვერ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მიღწევაა და ამ მიღწევის "დაჩრდილვის საშუალებას" არავის მისცემენ. "ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა სასამართლოს მიმართ და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" საქართველოში ვერ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა 2012 წლის შემდეგ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მიღწევა დაჩრდილოს რამე ფორმით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)