|
2023-04-19 14:42:06, 1705 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ ჩავარდა
პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა დღესაც ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. "ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას, სოლიდარობას ქართველ მოსაართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პროცედურის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. შეგახსენებთ, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)