|
2023-04-19 13:15:45, 775 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ოზურგეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირებაა მოხდა. ხმაური და დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტის 2/3 ათვისება ვერ მოხერხდა. საკრებულოს ოპოზიციის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს 92%-იანი შესრულება მხოლოდ წარმომადგენლობითი ხარჯების მხრივ აქვს. "თქვენივე წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის საერთო შესრულება გაქვთ 72%. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, 2/3 ბიუჯეტის ვერ აითვისეთ. სამაგიეროდ, ხელფასების მიმართულებით წარმომადგენლობითი ხარჯების შესრულება გაქვთ 92%. ბიუჯეტის ფულს ჯიბეში იდებთ და ამ დროს სამუშაოს ვერ ასრულებთ", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თათია ნიკოლაშვილმა. ოზურგეთის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ბიუჯეტი შესრულდა. "ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფება ცდილობს, საკრებულოს ყველა სხდომა დესტრუქციით დაიწყოს და არ მოგვცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ოზურგეთს გამოუცხადეს ბოიკოტი, ბიუჯეტს გამოუცხადეს ბოიკოტი", - განაცხადა ღურჯუმელიძემ. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)