|
2023-04-18 09:31:27, 768 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული, ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება
„დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. "დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. კიდევ ასობით მილიონია დებიტორულ დავალიანებაში. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით და რომელი ყაჩაღობით გამოწვეული“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ. ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. მათ შორის, შეიძლება დამატებით იყოს ისეთი საქმე, რომელიც გამოწვეულია ისევ ძარცვის შედეგად. ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ დოკუმენტები საქმეებზე, შესყიდვებზე და ჩამოვწეროთ დებიტორული დავალიანებიდან. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება“.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)