|
2023-04-17 16:31:09, 965 ნახვა
პოლიტიკა
სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება, საგარეო უწყება მუშაობს მათ უსაფრთხოდ დასაბრუნებლად
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურდ მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საქართველოში. "ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში". - აღნიშნა ხვთისიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო გაეროს ოფისთან და სხვა პარტნიორებთან კონტაქტზეა და კოორდინირებულად მუშაობს. "ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაც მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და მოხდეს იმ მხარესთან შემდეგ უკვე ნებართვებსა და ჰუმანიტარულ დერეფანზე დალაპარაკება. ველოდებით, ცოტა ჩამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით, სამწუხაროდ არ გველაპარაკებიან, რადგან შეტაკებებში არიან ჩართულები". - თქვა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ სუდანში მყოფი ქართველები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან, "იმ ადგილზე არიან, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ". ბოლოდროინდელი მონაცემებით, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1 100-ს აღწევს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)