|
2023-04-14 10:15:53, 1740 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ათიათასობით ადამიანმა, საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება შეძლო
1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, დედაენა თითოეული ქართველისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. "1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება. დედაენა თითოეული ჩვენგანისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ ქართული ენით და მწიგნობრობით, რომელსაც ევროპაში და მთლიანად, მსოფლიოში განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ისტორია გააჩნია. ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16 საუკუნოვანი გამოცდილება. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე",- წერს პაპუაშვილი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)