|
2023-04-13 19:40:38, 1434 ნახვა
პოლიტიკა
გვრიტიშვილი - თუ აშშ-ში წახვალ კარგი მოსამართლე ხარ თუ არადა ცუდი, ასეთი მეთოდები აშშ-ს არ ეკადრება
ამერიკაში წახვალ, კარგი მოსამართლე ხარ, თუ არ წახვალ, ცუდი. მიზანი ერთია – სისტემის პარალიზება და შემდგომში გავლენის მოპოვება ამ სისტემაზე, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ათი ქართველი მოსამართლის აშშ-ში საქმიან ვიზიტზეა საუბარი მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება პროვოკაციული იყო და ტოვებდა განცდას, რომ მოსამართლეები, რომლებმაც ამერიკაში გაიარეს ვიზიტი არიან კარგი მოსამართლეები, ხოლო დანარჩენი მოსამართლეები, რომლებსაც შეერთებული შტატების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ცუდები არიან. „ათი მოსამართლე 26 მარტი-7 აპრილის განმავლობაში იყო სასწავლო ვიზიტით აშშ-ში. ერთგვარად, პროვოკაციული იყო ის განცხადება, რაც გუშინ გავრცელდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომ ისინი ამაყობენ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეებით და იქ ფოტო იყო მოსამართლეების გამოდებული. ესეთი განცდის, აღქმის შექმნა უნდოდათ, როგორც ჩანს, რომ აი, ესენი არიან, ვინც ამერიკაში მიბრძანდებიან სასწავლო ვიზიტით, ესენი არიან კარგი მოსამართლეები. დანარჩენი, ვისაც კრიტიკული პოზიცია გვაქვს ამერიკის მესვეურთა ქმედებებთან მიმართებაში, ვართ ცუდი მოსამართლეები. ანუ გათვლა, ისევე როგორც იმ სანქცირების გათვლა იყო განხეთქილების შეტანა. ასევე მესიჯი, გზავნილი თითოეული მოსამართლის მიმართ, რომ აი, თქვენ თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით, ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, რომელიც მოეწონება ამერიკის ელჩს, მაშინ იგივე ბედი გელით, რაც ვთქვათ დაემართათ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, შენგელიას. მეორე მხრივ გათვლაა იმაზე, რომ თუ ამერიკაში წახვალ, კარგი მოსამართლე ხარ, თუ არ წახვალ, ცუდი. მიზანი ერთია – სისტემის პარალიზება და შემდგომში გავლენის მოპოვება ამ სისტემაზე. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი მეთოდები, ჯერ ერთი, რომ არ ეკადრება ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოს წარმომადგენელს როგორიც აშშ-ია, თან საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს და მეორე, ეს მეთოდი და ეს გათვლა არ მუშაობს და არც იმუშავებს მომავალში“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)