|
2023-04-13 09:54:20, 1214 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - როდესაც სტრასბურგის სასამართლო გაგვიზიარებს დოკუმენტაციას, ჩვენ მზად ვართ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში
„დაცვის მხარემ შეიტანა სარჩელი და ვიდრე სასამართლო ჩვენ არ გაგვიზიარებს ამ დოკუმენტაციას, ჩვენ არ გვაქვს შინაარსის შესახებ რაიმე სახის წინასწარი ინფორმაცია. როდესაც გვექნება, პრობლემა არ არის, ამ საკითხებზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვაზე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე. რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ სარჩელის შესახებ ცნობილი გახდა მსჯავრდებულის დაცვის მხარის განცხადებებით და რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია. „რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ისევ და ისევ დაცვის მხარის განცხადებებით, მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა, ჯერ ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოსთან, მათ ჩვენთვის რაიმე კითხვა ან რაიმე სახის დოკუმენტები არ გამოუგზავნიათ. შესაბამისად, ჩვენთვის სარჩელის შინაარსი არის უცნობი... ჩვენ მზად ვართ, როდესაც გვექნება ინფორმაცია, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)