|
2023-04-12 18:49:05, 1100 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - არანაირი პარტიული დაფინანსება კეზერაშვილისგან არ მაქვს, დრო ყველაფერს აჩვენებს
BBC-ის გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია BBC-ის ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატიას, სადაც, თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. მისივე თქმით, მას დავით კეზერაშვილთან არანაირი პოლიტიკური გარიგება არ აქვს და არც პარტიული დაფინანსება მიუღია მისგან. „ - ბბს-ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან; წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამიანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა; - არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისიერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს; - თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება, გქონდეს პოზიცია“, - წერს ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)