|
2023-04-12 16:02:23, 932 ნახვა
პოლიტიკა
მელია - კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისთვის
მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისთვის, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილია ნახსენები. როგორც მელია სოციალურ ქსელი წერს, "ბრიტანეთის სასამართლო არ არის თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV". "ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე - რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს "გამოსავალს", "ახსნასა" და "განმარტებას" ეძებენ... მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისთვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც "გამოსავალსა" და "ახსნას" ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება. ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე - ამ გამარჯვებას კი, სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა "დავალებიდან" გამომდინარე. თუ "ქართული ოცნების" დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა "მოსახერხებელი" პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისგან - ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ - ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა", - წერს მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)