|
2023-04-11 22:36:45, 884 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ივანიშვილის ადგილზე კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას გავისიგრძეგანებდი
ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეკოლოგიის კონტექსტი მსოფლიოში ამომავალი ტრენდია, აქედან გამომდინარე, ამ მხრივ დადგენილი დარღვევები, რთულად წარმოსადგენია რომ მიიჩქმალოს. "ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კენიისა და ბაობაბების ამბავი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. რა ინფორმაციაც ჩემთვის ხელმისაწვდომია საკანში, იმის მიხედვით ორი ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის ნიშანია: ერთი - ეკოლოგიურის, რომელიც კონვენციურია მაღალი ალბათობით და უნივერსალური იურისდიქციის. მეორე - საერთაშორისო კორუფციის, რაზეც, მაგალითად, აშშ-ს სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები აქვს დაწესებული - ხისტი, მკაცრი, მყისიერი ეფექტის მქონე. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეკოლოგიის კონტექსტი ახლა ისეთი ამომავალი ტრენდია მსოფლიოში, რომ ამ მხრივ დადგენილი დარღვევები, სულ რომ რაიმე ინტერესი აღმოჩნდეს საპირწონედ, რთულად წარმომიდგენია რომ მიიჩქმალოს. ეს მიმართულება უკიდურესად სენსიტიურია მწვავე რეაგირების თვალსაზრისით. ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრაქტიკულად, ვერანაირი გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული ინტერესებით ვერ აბალანსებენ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აქტორებიც კი. ასე რომ, ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, რომელიც, თუ არ მეჩვენება, “მოულოდნელად” აკიაფდა ჰორიზონტზე", - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, კენიის პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის ბაობაბთან დაკავშირებულ გარიგებებზე, კორუფციისა და თაღლითობის შესაძლო ფაქტების გამო გამოძიება დაიწყო
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)