|
2023-04-11 21:04:06, 848 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და მემორანადუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ივლისში საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელზედაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს. მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, მართლმსაჯულების დიგიტალიზაციის, დანაშაულის პრევენციის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის. ამ მიზნით მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავებას, აგრეთვე, ერთობლივი სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სამართლებრივი ფორუმების ორგანიზებას. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა. რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი. პორტუგალიაში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან. დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებასა და იუსტიციის ცენტრში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)