|
2023-04-11 15:15:48, 954 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე - ვურჩევ ბატონ ხაბეიშვილს, გაასწოროს ფოკუსი - ნუ დაემსგავსება დიტო სამხარაძეს
მე ვურჩევ ბატონ ხაბეიშვილს, გაასწოროს ფოკუსი - ნუ დაემსგავსება დიტო სამხარაძეს, - ამის შესახებ "რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. სამნიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს" კოლეგებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. "მე ვურჩევ ბატონ ხაბეიშვილს, გაასწოროს ფოკუსი. მასზე თავდასხმა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმა არც ჩემგან მოუსმენია და არც თამარ კორძაიასგან. ვინც ვართ ამ პროცესში, ვცდილობდით, რომ დაგვეორგანიზებინა ხმები და მივმართეთ პრეზიდენტს წერილით ჩვენს კოლეგებთან ერთად. თვითონ როცა ამბობს - ნამდვილი ოპოზიცია თუ არანამდვილი ოპოზიცია - ასეთ განცხადებებს რომ აკეთებს, ნუ დაემსგავსება დიტო სამხარაძეს და ითანამშრომლოს კოლეგებთან", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას. შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, 10 აპრილს ოფიციალური წერილით მიმართა და 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვა. სხდომაზე სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭი უნდა ეყარათ. მოგვიანებით, ენმ-ის წამომადგენლების, ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს განმეორებით, რომ რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩაენიშნა. მომხდარს ენმ-ის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატის მმხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რასაც ლევან ხაბეიშვილმა "გამოგონილი ისტერიკა" უწოდა და განმარტა, რომ პოლონეთში ვიზიტი დეპუტატების ინიციატივამდე დაიგეგმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)