|
2023-04-11 15:27:51, 902 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - სააკაშვილს აშარჟებენ და მასხრად იგდებენ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები
სააკაშვილს აშარჟებენ და მასხრად იგდებენ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს გადაცემას. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე ჯილდოს გადაცემა უბრალოდ ამორალურია. „მე მგონია, რომ არც მეტი არც ნაკლები სააკაშვილს აშარჟებენ თვითონ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ საცინად და მასხრად იგდებენ ამ ადამიანს ან წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ ის ამბავი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე ჯილდოს გადაცემა უბრალოდ ამორალურია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ“,- განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, ხვალ 12 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ერთ-ერთი უმაღლეს ჯილდოს „პრომეთეს ჯილდოს” გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. აღნიშნულს 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო". ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)