|
2023-04-10 14:51:51, 907 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება
ვდგავართ მაგად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისი თქმით, კოლეგებთან ერთად "დგანან მაგრად, არაფრის ეშინიათ და საბრძოლველად არიან განწყობილები". "მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ჩემ კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად, არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის რეალურად, მორალური ტერორით, ზოგადად წლების განმავლობაში რაც ხდებოდა ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, პირადად ვინც არიან დასანქცირებული. მერწმუნეთ, ვდგავართ მაგად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება, კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასდროს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არ ჰყოლია სასამართლო როგორც ხელისუფლება, ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, რადგან კორუფციის იარლიყს მოგაკრავდნენ, ვერ გავბედავდით ხმამაღლა გველაპარაკა, ამიტომ ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები. მიგვაჩნია, რომ სასამართლო ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს, როგორც არ უნდა მეგობრული ქვეყანა იყოს, თუ ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იქნება ყველაფერი კარგად",- განაცხადა მურუსიძემ. ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)