|
2023-04-07 17:15:45, 778 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი სანქციებზე - ეს არის შანსი საქართველოსთვის, დააფუძნოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი საქართველოსთვის და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მოსმართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. ელჩის თქმით, ეს არის შანსი საქართველოსთვის, რათა "რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სისტემა" შეიქმნას. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, რომ დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა", - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)