|
2023-04-07 15:08:21, 650 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგს თუ მიმართავენ, ეს კიდევ ერთი მარცხი იქნება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს მათთვის კიდევ ერთი მარცხი იქნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე, სააკაშვილის ადვოკატებმა რატომ შეიცვალეს გადაწყვეტილება და სტრასბურგის ნაცვლად, ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს რატომ მიმართავენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ ერთხელ უკვე მიიღეს სტრასბურგიდან მითითებები პატიმრის შიმშილობასთან დაკავშირებით. „ეს ძალიან მარტივია. ალბათ, ყველას გახსოვთ, თავიდან როდესაც მიხეილ სააკაშვილი ახალი დაკავებული იყო და „შიმშილობის კამპანია” ახალი დაწყებული ჰქონდა, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რა მითითებები მისცა მას. შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან, რომ აღნიშნული საქმის გაგზავნა სტრასბურგში, იქნება კიდევ ერთი მარცხი მათთვის და შესაბამისად, ამას თავს არიდებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)