|
2023-04-06 17:21:10, 765 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი კობახიძეზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს
არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი, - ასე პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. როგორც დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში თქვა, აშშ-ს საქართველოსთან "მეორე ფრონტის" გახსნაზე არასდროს უსაუბრია. "საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი. მე გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, საქართველოსთვისთვის არასდროს გვითქვამს "მეორე ფრონტი" გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, სადაც საქართველო იმყოფება. საქართველოს 20% არის ოკუპრებული რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდებით ამ ძალიან დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი კარგად და არავინ არ სთხოვს საქართველოს ამას. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო, ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ომი. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია შეაჩეროს. რა თქმა უნდა, აშშ-ს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ რამენაირად ეს გავრცელდეს სადმე", - თქვა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, გუშინ, 5 აპრილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბევრი თემა აქვთ", მათ შორის სატელეფონო საუბრებში "რას ითხოვდნენ" ხელისუფლების მხრიდან.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)