|
2023-04-06 10:05:34, 785 ნახვა
პოლიტიკა
თორნტონი სანქციებზე - მისასალმებელი სიგნალია „ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე თავდასხმებს შედეგები მოჰყვება
მისასალმებელი სიგნალია "ქართული ოცნებისთვის", რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე სერიოზულ თავდასხმებს შედეგები მოჰყვება, - ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. როგორც თორნტონი სოციალურ ქსელში წერს, დასანქცირება დაგვიანებულიცაა. "ეს დიდი ხანია დაგვიანებულიცაა. მისასალმებელი სიგნალია "ქართული ოცნებისთვის", რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე სერიოზულ თავდასხმებს შედეგები მოჰყვება. საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიმართ საჯარო ბრალდება სერიოზულ კორუფციაში მონაწილეობისთვის", - წერს NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი Twitter-ზე. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)