|
2022-04-21 11:55:17, 1033 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება
„საქართველოს ბანკის“ კულტურული მნიშვნელობის პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გალერეა კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა 27 აპრილს გაიხსნება და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ხელოვნების კონსულტანტის, ლიკა ჭკუასელის კურატორობით, გამოფენაზე XX საუკუნიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო 6 წლის მანძილზე სხვადასხვა კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. მათ შორის: ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხის თუ სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრები. „მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავსი კულტურული მნიშვნელობის ღონისძიებას და დამთვალიერებელს კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული შემოქმედება გავუზიაროთ. გამოფენის ფარგლებში, ფართო საზოგადოებას პირველად წარედგინება ის ნამუშევრები, რომლის შესყიდვა და ევროპიდან დაბრუნებაც მხოლოდ ახლახან მოხდა. ის ღვაწლი, რაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებმა ქართული ხელოვნების განვითარებაში შეიტანეს, ფასდაუდებელია. გვეამაყება, რომ გვეძლევა შესაძლებლობა სწორედ ეს მრავალფეროვანი, ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევრები გავუზიაროთ სტუმრებს. დარწმუნებული ვართ, დამთვალიერებელი ნასიამოვნები დარჩება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)