00:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 17:34:22, 1066 ნახვა

საზოგადოება
თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა გრძელდება

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი გრძელდება. საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი და მედიკამენტები თბილისის მერიის მიერ ბელიაშვილის N 5-ში მოწყობილ ლოგისტიკურ ცენტრში გროვდება. აქციაში ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები არიან ჩართულები.

ჰუმანიტარული ტვირთის ჩატვირთვის პროცესს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო. 

„მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ ბელიაშვილის N 5-ში შექმნა  ლოგისტიკური ცენტრი, საიდანაც პერიოდულად იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინაში. საერთო ჯამში, საქართველოდან, მათ შორის, თბილისიდან გავაგზავნეთ 400 ტონაზე მეტი ტვირთი. დღეს კიდევ იტვირთება სამი სატვირთო მანქანა, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დღეისთვის აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიის მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი. ესენია: კომპანია „ლილო ჯგუფი“, „ბასა ჯგუფი“, „ჯიბე“, „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ბადაგი“, „ლილო შოპ ჯი“.  დაახლოებით, ერთ კვირაში ეს ტვირთი ჩატანილი იქნება უკრაინაში“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics