|
2022-04-08 16:11:40, 1226 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო
„საქართველოს ბანკი“ „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით პროექტ „იდეათეკების“ განხორციელებას განაგრძობს. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. იდეათეკები ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება. ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის 170-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა აღნიშნულ საგანმანათლებლო რესურსზე. მათ შორის, 2,000-ზე მეტი წიგნზე, რაც მოიცავს უცხო ენებზე ადაპტირებულ, ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას, ენციკლოპედიებს, კომიქსებს და სხვა. „მესამე წელია, საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს ახორციელებს. შედეგად, 4,600-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს თვითგანვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო რესურსს. ამჯერად მორიგი იდეათეკა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში გავხსენით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზღვრისპირა სოფლებში. 2022 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 5 იდეათეკის გახსნას ვგეგმავთ, რათა უფრო მეტ მოსწავლეს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რათ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდეს შემეცნებითი პროცესი სასიამოვნო და მრავალფეროვანი “, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში (ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ნიქოზი, დიცი, ხურვალეთი, ახალქალაქი, დუისი, თბილისი) უკვე მოეწყო. 4,600-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)