08:20 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 13:09:21, 952 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5000 ოჯახი განსახლდება.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics