11:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 10:50:38, 550 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო სახლს კიდევ 48 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 48 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების თანახმად,   სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ.  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს  უკვე შეუძლიათ ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლონ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

48 ოჯახს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევა.

2021 წელს, სააგენტო უსაფრთხო გარემოში, ჯამში,  200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics