|
2021-08-11 14:54:21, 505 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - გუნდში დავაყენე საკითხი, რომ გაჭირვებულ მოსახლეობა ჯარიმები არ გამოვართვათ
ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ - 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წელს ხალხმა არ იცოდა ეს წესები, მაგრამ ახლა ეს წესები ყველამ იცის და აუნდა დაიცვას. „ბოლო დღეების განმავლობაში აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა 2020 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ეს იყო სიახლე, ყველანი ვიყავით შოკში, შეილება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ - 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი დაა ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ. პანდემია, ჩვენ ყველას ხელი შევუწყეთ, ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმარეთ. გამცეს პასუხი ყველა კრიტიკოსმა, რატომ არ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც 2020 წელს არ იცოდა ეს წესები და რეგულაციები და დაარღვია, მაგრამ ახლა, ვინაიდან ვიცით, რომ ეს წესები როგორ მოქმედებს და რაოდენ მნიშვნელოვანია, ყველას გთხოვთ, რომ ეს წესები დავიცვათ. მოტივაცია იყო განმარტებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ გაიგონ. მოტივაცია იყო ის, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ეს 70 მილიონი არ უნდა წავართვათ და ეს ძალიან ბუნებრივი და გონივრული იყო ამ სიტუაციაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)