|
2021-08-07 17:22:02, 814 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ
სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ, - ეს განცხადება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა და სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე გააკეთეს, მათი თქმით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ეს თემა განიხილეს და შეთანხმნენ რომ წვრთნები ან აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება „განვიხილეთ ჩვენს სტრუქტურებს შორის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა და რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ჩვენი მეზობლები ხომ მათ რეგულარულად ატარებენ. გარკვეული მომზადების შემდეგ შესაძლებელია ამ სწავლების ჩატარება აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, - აღნიშნა ბიბილოვმა. შეხვედრის დასრულებისას კომენტარი ასლან ბჟანიამაც გააკეთ. მისი თქმით მხარეებმა ასევე განიხილეს “ორი სახელმწიფოს“ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. “სამწუხაროდ, სამყარო არ გამხდარა უფრო ჰუმანური და ჩვენ გვჭირდება გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხვდებით მსგავს პრობლემებს მრავალი თვალსაზრისით და მიდგომების ერთიანობა არის რეალური შანსი ამ საკითხების გადასაჭრელად. ორი ხმა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ერთი. მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ცოტა რამ შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ”, - განაცხადა ბჟანიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)