|
2021-08-07 12:28:17, 895 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ოქტომბერში მოქალაქეებმა უნდა დაიცვან დამოუკიდებლობა და უარი უთხრან ხელისუფლებას
ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ახლა რაც ხდება დღეს, ეს არის ის, ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი ჩვენგან, თუ მათ დაგვიცვეს ჩვენ 2008 წელს, დაიცვეს სამშობლო, დაეცნენ სამშობლოს გულისთვის, ახლა ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომელსაც მაგალითად კრემლი, როგორც უწყება განიხილავს მთავარ მოკავშირედ. 8 აგვისტოსა და 7 აგვისტოს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი, როდესაც ეს არის რუსული გზავნილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა ზუსტად ამ გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო აგრესია. ეს არის უპატიებელი განზრახვა საქართველოს ხელისუფლებისა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მათ შორის ივანიშვილის, კალაძის და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლის განცხადება, ამიტომ ყველამ ერთად ოქტომბერში უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)