|
2021-08-06 15:31:27, 907 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი რუსეთის განცხადებაზე - პირველ რიგში, საკუთარი ჯარები გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიიდან
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ალექსანდრ ბიკანტოვის გუშინდელ განცხადებას, გამოეხმაურა დიპლომატის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა არაა,როდესაც რუსეთიდან მსგავს გზავნილებს ვისმენთ. თუ რუსეთს ნამვილად სურს დიალოგი, პირველ რიგში უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს(განცხადება) იქნება მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითი. "ასეთი ტიპის გზავნილები ქართველებს ადრეც მოუსმენიათ თუმცა იმისთვის, რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვათ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელებისა. მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება და დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული კორიდორი. დიალოგისთვის და ასეთი მოლაპარაკებებისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების გამართვა კეთილსინდისიერი ნაბიჯი იქნება ამ საკითხების მოსაგვარებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა შეგახსენებთ, რომ გუშინ გამრთულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ალექსანდრ ბიკანტოვის განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობები განაახლოს, თუ ამისთვის ქართული მხარეც იქნება მზად.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)