01:46 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 18:51:14, 888 ნახვა

პოლიტიკა
IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველი ქვეყანა რუსეთია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 79% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ქვეყანა - რუსეთია. 

ამავე კვლევის მიხედვით, მეორე ადგილს საფრთხეების თვალსაზრისით თურქეთი იკავებს, მას მოსახლეობის 15% ასახელებს. თურქეთს მოსდევენ აზერბაიჯანი - 5%, ირანი - 5%, აშშ - 5%, სომხეთი - 4%, ჩინეთი - 3% , ევროკავშირი - 2%, უკრაინა - 1%.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics