|
2021-07-28 15:09:15, 561 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, დღეს „ოცნებამ“ საქართველოში არჩევნები გააუქმა
დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადეს. უგულავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა და მმართველ პარტიას უნდა მიეცეს ვადა, დაბრუნდეს მიშელის შეთანხმებაში. „ჩემი აზრით: 1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან 2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტიორებს რომ დააბრუნოს ოცნება შეთანხმებაში. 3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება 3. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები“, - წერს გიგი უგულავა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)