23:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 14:27:33, 918 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლიკის დაზიანებისთვის პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ბიურომ იმსჯელა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს.

კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics