|
2021-07-21 11:10:42, 1312 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯიმ რიში - რეგულარულად იმედგაცრიებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოს უკუსვლით სულ უფრო და უფრო მეტად იმედგაცრუებულია. ჯიმ რიშმა წუხილი გამოთქვა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან და ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დაჩქარებული წესით დანიშვნაზე. „საქართველოს უკუსვლით უფრო და უფრო მეტად იმედგაცრუებული ვარ, ბოლო კვირაში 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს და ერთი მათგანი დაზიანებისგან გარდაივალა. 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს რამდენიმე მოსამართლე. სენატორი შაჰინი ამტკიცებს ჩვენს წუხილს ამ საკითხთან მიმართებაში. ვიმედოვნებ, რომ იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების განსახილველად“, - განაცხადა ჯიმ რიშმა. ამასთანავე, ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები ხშირად ჩადიან ვაშინგტონში და ცდილობენ, რომ სენატორები ჩართონ მათ მხარდაჭერაში. „მე და კომიტეტის სხვა წევრები რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში 2012 წელს ვიმყოფებოდით, მაშინ როცა ჰქონდათ არჩევნები და გვეგონა, რომ ეს იქნებოდა ახალი დასაწყისი. რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ჩამოდიან ვაშინგტონში და ცდილობენ, რომ ჩაგვრთონ და მხარი დაგვაჭერინონ მათი პოლიტიკური მანევრებისთვის, რასაც ყველა აკეთებს. ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ, რომ ეს თავად უნდა გადაყვიტონ, ჩვენ არ ვაპირებთ მხარის არჩევას, თუმცა არ შეინიშნება მათი წინსვლა“, - განაცხადა ჯიმ რიშმა,
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)