10:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 12:36:57, 717 ნახვა

საზოგადოება
ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს პარლამენტთან შეკრებას და აქციას აანონსებს

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი დღეს პარლამენტთან შეკრებას და აქციას აანონსებს. შეკრება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და პუტინისტების წინააღმდეგ“ დაგეგმილ პროტესტს ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე უერთდებიან.

„20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „დროაც" ავრცელებს.

„გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.

მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის!“, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics