19:15 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 15:08:38, 427 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა.

პროექტის შედეგად, 11 320 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„ეს ქუჩა სოფელ დიღომს აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან და ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა. სწორედ ამიტომ ამ ქუჩის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო. პირველ ეტაპზე, კომპანია “ჯორჯიან უოეთერ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო და შემდგომ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა - წყალარინების ახალი ქსელი. ახლა კი, საგზაო სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „L&L” ასრულებდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics