|
2021-04-18 16:08:07, 425 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქ.ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა უმასპინძლა და ტერიტორიაზე დასრულებულ და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრი ადგილზე გაეცნო სრულად გარემონტებულ კადეტთა საცხოვრებელ შენობას და სპორტულ დარბაზს, რომელიც აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ინვენტარით. ლიცეუმის ტერიტორიაზე დასრულებულია სიმულაციის, შტაბისა და ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა მოწესრიგდა გარე ფასადი, შეიცვალა სასადილოსა და სპორტული დარბაზის სახურავი, გარემონტდა საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე დასრულდა გარე განათების მონტაჟიც. კადეტთა ლიცეუმს ახალი სიმულაციური ლაზერული საშუალებებიც შეემატა. სასწავლო კლასები კი ახალი სმარტ დაფებით ერთ თვეში აღიჭურვება. დაგეგმილია მშობელთა მოსაცდელი სივრცისა და ახალი სამრეცხაოს მოწყობაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ კადეტების სასწავლო პროცესიც მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა. მინისტრის გადაწყვეტილებით, გოგონა კადეტებისთვის აშენდება ახალი ყაზარმა, ბიბლიოთეკა და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. 2021 წელს კადეტებს ახალ სასწავლო წელს განახლებულ ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები დახვდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)